ENG
GEO
 
 
 

2014 წელი: ივნისში, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ გაიხსნა ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია „ჯინსის გალერეის“ რიგით მეშვიდე მაღაზია.


2014 წელი: 29 აპრილს Jeans Gallery Group-მა „Golden Brand 2013”-ის ტიტული მოიპოვა ნომინაციაში „წლის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდ მაღაზიათა ქსელი“.


2013 წელი:  მაისი, Jeans Gallery Group-მა, პირველად საქართველოში, ტანსაცმლის რითეილ სფეროში, გამოუშვა ონლაინ კატალოგი.  მისი საშუალებით,  მომხმარებლებს სახლიდან გაუსველად შეუძლიათ დაათვალიერონ და  შეარჩიონ მაღაზიაში არსებული პროდუქციიდან მათთვის სასურველი ფეხსაცმელი თუ აქსესუარი. 


2012 წელი:  სექტემბრის თვიდან კომპანია თრეიდლაინი ხდება ვანსის ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში.  საქართველოში კი, ვანსი ექსკლუზიურად წარმოდგენილია  Jeans Gallery Group-ის მაღაზიათა ქსელ  FActory -ში.


2012 წელი:  აგვისტო, თბილისი მოლში გაიხსნა ფეხსაცმლის მულტიბრებული მაღაზია FActory-ის რიგით მეოთხე მაღაზია.


2012 წელი: თბილისი მოლში გაიხსნა LEVI’S-ის რიგით მეორე ორიგინალი მაღაზია (Original Levis Store), რომელიც სრულიად ეხმიანება ბრენდის თანამედროვე კონცეფციებს.   


2012 წელი: თბილისი მოლში გაიხსნა Lee & Wrangler-ის რიგით მეორე  უახლესი კონცეფციის ორიგინალი მაღაზია


2011 წელი: Jeans Gallery Group და მისი მაღაზია FActory გახდნენ ბენსიმონის ოფიციალური რეალიზატორები საქართველოში. 


2011  წელი:   მაისში "Jeans Gallery Group-მა" ახალი სუბ-ბრენდი წარუდგინა მომხმარებელს - ფეხსაცმლისა და აქსესუარების სპეციალიზებული მაღაზია “Factory”.  ქ. თბილისში ერთდროულად გაიხსნა ახალი კონცეფციის ორი მაღაზია აქსისის სავაჭრო ცენტრსა და თბილისი ცენტრალში.  მაღაზიის დიზაინი ეკუთვნის ცნობილ ქართულ დიზაინ სტუდია "რუმს"-ს. ორიგინალური კონცეფციის მაღაზიაში წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელი ბრენდებისგან: Levi’s, Wrangler, GAS, Airstep, Bensimon, Ellen Blake, Norberto Costa, Alma Deva, Hego’s Liverpool და სხვა, ასევე აქსესუარები ბრენდებისგან: Lee, Rifle, Falke, Burlington, IO Pelle. ქსელის გაფართოებასთან ერთად "Jeans Gallery Group" ფეხსაცმლისა და აქსესუარების ახალი კონცეფციის მაღაზიაში ცნობილი ბრენდების დამატებას გეგმავს. 


2011 წელი:  17 თებერვალს თბილისში, სავაჭრო ცენტრ "პიქსელში" ყველაზე დიდი ევროპული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის -VF Europe-ის ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით გაიხსნა Lee-სა და -Wrangler-ის უახლესი კონცეფციის მაღაზია.  აღნიშნული მაღაზია, ევროპის ქალაქებში არსებული მაღაზიების იდენტურია. დიზაინი და ფურნიტურა სრულად მოწოდებულ იქნა ევროპული ოფისის მიერ. მაღაზიის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ Lee-სა და Wrangler-ის სათაო ოფისის წარმომადგენლები. 


2010  წელი:  ნოემბრის თვეში შეიქმნა "Jeans Gallery Group-ის" გვერდი ფეისბუქზე.


2010  წელი:  18 ივლისს ქ. ბათუმში "ჯინსის ზონის" რებრენდინგის შედეგად გაიხსნა "Jeans Gallery-ის" პირველი მაღაზია აჭარაში. მულტიბრენდული მაღაზია სრულად პასუხობს "Jeans Gallery Group-ის"  კონცეფციას და ყველაზე დიდი ჯინსის მულტიბრენდული მაღაზიაა რეგიონში.  


2010 წელი:  16 ივნისს, თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გაიხსნა "Jeans Gallery Group-ის" მაღაზია, რომელიცწარმოადგენს ყველაზე დიდ ჯინსის მულტიბრენდულ მაღაზიას კავკასიის რეგიონში. მაღაზიაში ტრადიციულ, ჯინსის ბრენდების კოლექციებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აქსესუარებს, კერძოდ კი წინდების ცნობილი ბრენდების გერმანული FALKE-სა და შოტლანდიური წარმოშობის Burlington-ის ნაწარმს. აღნიშნული ბრენდები უდიდეს არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს ბიზნეს, ყოველდღიური თუ ერგონომიული ხაზით. მაღაზიის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ Levi’s-ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები.


2006  წელი: 13 სექტემბერი - ქ. თბილისში, ჭავჭავაძის 16-ში გაიხსნა - LEVI’S ის ორიგინალი მაღაზია (OLS), რომელიც Levi’s-ის უახლესი კონცეფციის Evo. 4-ის ნიმუშს წარმოადგენდა. მაღაზიის დიზაინი მთლიანად შემუშავდა და დაპროექტდა ბრენდის სათავო და რეგიონალური ოფისების მიერ. 


2006  წელი:  ივლისი - ბათუმში გაიხსნა მულტიბრენდული მაღაზია "ჯინსის ზონა", რომელიც მაღაზია"Jeans Gallery-ის" კონცეფციის ნაწილობრივ გატარებას მოიაზრებდა.


2005  წელი, აპრილი - გაიხსნა Lee-სა და Wrangler-ის სპეციალიზებული მაღაზია სავჭრო ცენტრ GTC-ში.


2004  წელი : "თრეიდლაინის" და Jeans Gallery Group -ის თანამშრომლობით შეიქმნა მულტიბრენდული ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის კონცეფცია, რომელშიც წარმოდგენილია აღნიშნული ბრენდების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ახალი კონცეფციის მაღაზიათა ქსელს "Jeans Gallery" ეწოდა. 


1998  წელი:  "თრეიდლაინმა" ექსკლუზიურად დაიწყო თანამშრომლობა Jeans Gallery Group-თან. (შ.პ.ს. "501")


1994  წელი:   დაარსდა კომპანია "თრეიდლაინი", რომელმაც Levi"s–ის, Rifle–ის, Lee–ის, Wrangler–ის, ბრენდების საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება მოიპოვა.

 

 
 
მთავარი | ონლაინ კატალოგი | მაღაზიები | სიახლე | ისტორია | ხშირად დასმული კითხვები | სასაჩუქრე ბარათი | ფასდაკლების ბარათი | ვაკანსია | კონაქტი
Copyright © 2012 Jeans Gallery